საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურორის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში

2018 წლის 24-25 აპრილს შედგა საქართველოს მთავარპროკურორის ბ-ნი ირაკლი შოთაძისა და მთავარი პროკურორის მოადგილის ბ-ნი გიორგი გოგაძის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორიქ-ნი ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს მოწვევით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე შეხვდნენ  საბერძნეთის  უზენაესი სასამართლოს პროკურორქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს და მის მოადგილეს დიმიტრიოს დასულასს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის არსებული თანამშრომლობა და დასახეს ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ნაბიჯები. ბერძნულმა მხარემ ქართველ კოლეგებს გააცნო საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა და გაუზიარა მრავალწლიანი გამოცდილება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი მოაწერონ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ორი ქვეყნის გენერალური პროკურორები ასევე შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ საკუთარ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხში. საქართველოს მთავარმა პროკურორმა საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.