საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის პრემიერს უმასპინძლა

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ სერბეთის პრემიერმინისტრმა ანა ბრნაბიჩმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რეგიონში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების გარემო.

სერბული მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმებით, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისათვის.