საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო პოტენციალის მორიგი პრეზენტაცია წარადგინა

2018 წლის 9 მაისს საქართველოს ელჩმა ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო პოტენციალის მორიგი პრეზენტაცია წარადგინა საბერძნეთის გემთმფლობელთა ასოციაციის (HSSA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს განვითარების საერთაშორისო მაკროეკონომიკური რეიტინგების შესახებ, საგადასახადო სისტემის სიმარტივეზე, საბანკო სისტემის მოქნილობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სპეციფიური საკითხების შესახებ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე. მან გემთფლობელებს აცნობა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“, ასევე „საპარტნიორო“ და „თანადაფინანსების“ ფონდების საქმიანობის შესახებ, გაიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობა და ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის პერსპექტივები, ისაუბრა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე, მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე, სხვა აქტუალურ საკითხებზე, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. პრეზენტაციის მიმდინარეობისას შეხვედრის მონაწილეებმა იხილეს საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო-ფილმი.