საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით:

 

1.       2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე, საქართველოს მოქალაქის მიერ საკონსულო სამსახურში შესაბამისი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ.

2.       2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 ივლისამდე, საქართველოს მოქალაქის (როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი) ბიომეტრიული პასპორტის სახელმწიფო გადასახადი შეადგენს 48,06 ევროს.