საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის, „გრძელი ნათელი დღეების“ არაკომერციული ჩვენება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ 2018 წელის 23 მაისს ათენის პრესტიჟულ კინო-თეატრში „Cine Aigli“  გაიმართა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის 2013 წლის, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ქართული მხატვრული ფილმის, „გრძელი ნათელი დღეების“ არაკომერციული ჩვენება, რომელსაც ბერძნული სამთავრობო სტრუქტურების, კულტურის სფეროს, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.