საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ქ. ბელგრადში იმყოფებოდა საპასუხო ვიზიტით

2018 წლის 7-8 ივნისს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ქ-ნი სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ქ. ბელგრადში იმყოფებოდა საპასუხო ვიზიტით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვიცე-სპიკერი ბ-ნი გიორგი ვოლსკი, სერბეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბ-ნი გედევან ფოფხაძე, კომიტეტის წევრი ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-ნმა სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, შეხვედრა გამართეს სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ბ-ნ ვლადიმირ მარინკოვიჩთან. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათ კომიტეტის თავმჯდომარესთანბ-ნ ჟარკო ობრადოვიჩთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთ, ქ-ნ დუბრავკა ფილოპოვსკისთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფის წევრებიც.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-სერბეთის საპარლამენტო კავშირების გაძლიერების გაზრდილ დინამიკაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით და შეეცდებიან ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში არსებული კომიტეტების და მეგობრობის ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას ხელშეწყობას ამ პროცესში.

მხარეებმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

სოფიო ქაცარავამ სერბ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივანაბიჯი უკეთესი მომავლისკენგააცნო.

ბ-ნმა ჟარკო ობრადივიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სერბეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საერთო გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია ერთიანი მიდგომებით და მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილს და ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი - ერთი გზისინიციატივის ფარგლებში, ორმრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

სოფიო ქაცარავა და ჟარკო ობრადოვიჩი შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებენ და ამ პროცესში შესაბამისი კომიტეტების ჩართულობას უზრუნველყოფენ.