საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 14 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, გაიმართა საქართველოს ელჩის ი. ნანობაშვილისა და გენერალური კონსულის მ. გულაღაშვილის შეხვედრა ქ. თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

2018 წლის 14 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, გაიმართა საქართველოს ელჩის ი. ნანობაშვილისა და გენერალური კონსულის მ. გულაღაშვილის შეხვედრა ქ. თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე წარიმართა ღია და შედეგზე ორიენტირებული დისკუსია საელჩოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ, საბერძნეთში ქართული დიასპორის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში ქართული ემიგრაციის ჩართვის საკითხებზე, საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის პრობლემაზე, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული მიგრაციის ორმხრივი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე და სხვა. შეხვედრის დასასრულს, ქ. ათენში მოქმედმა 14-მა დიასპორულმა ორგანიზაციამ ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს საელჩოს მიერ 2018 წლის აგვისტოში ინიცირებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე მიერთების ფაქტი.