საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან


25 ოქტომბერს გაიმართა ქ. ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. საქართველოს სახალხო დამცველმა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო თავისი უწყების მუშაობის სპეციფიკა და დაინტერესდა ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემებით. საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც საელჩო იყენებს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად, მათ შორის: საბერძნეთის სახალხო დამცველთან, საბერძნეთის პოლიციასთან, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროსთან, საბერძნეთის შრომისსოციალური დაზღვევისა და სოლიდარობის სამინისტროსთან თანამშრომლობის მექანიზმები. ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს და გამოთქვა საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან მომავალი თანამშრომლობისადმი მზადყოფნა.