საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული Alpa TV-ის სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული Alpa TV-ის სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ, პირველად პასუხობს კითხვას, თუ ვინ წარმოადგენს ქართულ დიასპორას, რომელ სფეროებში ახდენენ ქართველები თვითდამკვიდრებას და აღწევენ წარმატებას, როგორ გახდნენ ისინი ბერძნული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. სიუჟეტი კონკრეტულ აქცენტს სვამს საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ლეგალიზაციის პრობლემაზე და ეხება იმ სამუშაოებს, რომლებსაც საელჩო ბერძენ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს. 
სიუჟეტი საინტერესოდ აშუქებს, 2018 წლის სექტემბერში, ქართული ემიგრაციის მიერ, საბერძნეთის ხელისუფლებისადმი პირველი მიმართვის ფაქტს, რაც ადასტურებს ქართული დიასპორის სურვილს, წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში.
აღნიშნული გახლავთ ერთ-ერთი, ქართული დიასპორისადმი მიძღვნილ სიუჟეტთა ციკლიდან. მეორე არანაკლებ საინტერესო სიუჟეტი გელით ხვალ, 10:30 საათზე, გადაცემაში «Alpha ΡΕΠΟΡΤΑΖ». აქვე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა თანამემამულეს, რომელიც დაგვთანხმდა, ჩართულიყო ჩვენი ქვეყნისა და ქართული ემიგრაციის პოპულარიზაციისაკენ მიმართული სიუჟეტების მომზადებაში