საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული მორიგი სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული მორიგი სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ ბერძნულ საზოგადოებას მოუთხრობს, თუ როგორ მოღვაწეობენ ჩვენი თანამემამულეები ქართული კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად, რა საქმიანობას ახორციელებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ხელოვნების სფეროებში, როგორ ინარჩუნებენ სამშობლოსთან კულტურულ და სულიერ კავშირებს, როგორ იღწვიან ჩვენი მომავალი თაობის ქართულ ტრადიციებზე აღსაზრდელად.

სიუჟეტში ასახულია საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პირველი პროგრამა, რომელიც 2016 წელს ამოქმედდა. სიუჟეტი ასევე ხაზს უსვამს იმ დიდ ენთუზიაზმსა და სითბოს, რომლითაც საბერძნეთის ქართულმა დიასპორამ მონაწილეობა მიიღო მიმდინარე წლის აგვისტოში ხანძრის შედეგების აღმოფხვრასა და საბერძნეთის დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაში.