საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ბერძნული გამოცემის „Kathimerini“ ჟურნალისტური ჯგუფის 6-დღიან პრეს-ტურს საქართველოში.

მიმდინარე წლის სექტემბერში საელჩომ ორგანიზება გაუკეთა წამყვანი ბერძნული გამოცემის „Kathimerini“ ჟურნალისტური ჯგუფის 6-დღიან პრეს-ტურს საქართველოში.  ამ ღონისძიების მიზანია, წამყვან ბერძნულ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში საქართველოს შესახებ იმ სახის სტატიების გამოქვეყნება, რომლებიც მოემსახურებიან საბერძნეთში ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

ამ ციკლის პირველი სტატია ეძღვნება საქართველოს დედაქალაქს, რომელშიც ბერძენი მკითხველი გაეცნობა ქართული კულინარიის, მოდის ინდუსტრიისა და ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების თვალით დანახულ თბილისს, დედაქალაქის არქიტექტურას, კულტურულ ძეგლებს, მუზეუმებს და სხვა.

მომდევნო სტატიები გათვლილი იქნება იმ მოგზაურებისთვის, ვისაც სურს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნახვა. ასევე, ბერძენ ჟურნალისტებს სურთ, ბერძენ მკითხველს დაანახონ საქართველოში სამთო-სათხილამურო და ექსტრემალური სპორტის აღმავალი პოტენციალი, როგორც ევროპის კლასიკური ტურისტული კურორტების ერთგვარი ალტერნატივა.

პრეს-ტურის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ.