საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 
   საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 ნოემბერი, სამუშაო დღის 18:00 საათი (ადგილობრივი დროით).
 საკონსულო აღრიცხვის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს შაბათ-კვირასაც, 10-11 ნოემბერს 10.00 – 18.00 საათამდე. 
 საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
 ამომრჩეველთა სიის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://voters.cec.gov.ge/