საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოების თანორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია-მრგვალი მაგიდა „Eastern Partnership Region – challenges and perspectives“.

.. 28 ნოემბერს, . ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოების თანორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია-მრგვალი მაგიდა „Eastern Partnership Region – challenges and perspectives“. დისკუსიაში, გარდა უკრაინისა და მოლდოვას ელჩებისა, მონაწილეობა მიიღეს აშშ-, ავსტრიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის, რუმინეთის, აზერბაიჯანის ელჩებმა, ევროკომისიის წარმომადგენლის მოადგილემ, სხვადასხვა დიპლომატიური მისიის არაერთმა წარმომადგენელმა, საბერძნეთში მოქმედი კვლევითი ცენტრები ხელმძღვანელებმა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ქვედანაყოფების, ევროკავშირისა და ნატო- დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ვებსტერის უნივერსიტეტის, ასევე საბერძნეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა სტუდენტებმა.

კონფერენციაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების გამოწვევების განხილვა სამ პანელად წარიმართა. აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერის როლი როგორც შიდა რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ არაერთი სოციალურ-ეკონიომიკური პარამეტრით საქართველო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თავად ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. სამივე ქვეყნის ელჩმა აღნიშნა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები, როგორც რეგიონის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე და რეგიონის განვიარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას, ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნის, მკვლელობის ფაქტებს, ისაუბრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უკანონო .. „ბორდერიზაციასადა რუსული პასპორტების უკანონო დარიგებაზე.

გამოითქვა მოსაზრება, ღონისძიების ინსტიტუციონალიზაციისა და მისთვის რეგულარული ხასიათის მიცემის თაობაზე, ასევე, მომავალ წელს, ამ ფორმატისათვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დამატების შესახებ

კონფერენციაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების გამოწვევების განხილვა სამ პანელად წარიმართა. აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერის როლი როგორც შიდა რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ არაერთი სოციალურ-ეკონიომიკური პარამეტრით საქართველო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თავად ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. სამივე ქვეყნის ელჩმა აღნიშნა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები, როგორც რეგიონის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე და რეგიონის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას, ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნის, მკვლელობის ფაქტებს, ისაუბრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციასა“ და რუსული პასპორტების უკანონო დარიგებაზე.

გამოითქვა მოსაზრება, ღონისძიების ინსტიტუციონალიზაციისა და მისთვის რეგულარული ხასიათის მიცემის თაობაზე, ასევე, მომავალ წელს, ამ ფორმატისათვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დამატების შესახებ