საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ათენში 150-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი, ქართული ენის პროგრამა ამოქმედდა .

2016 წელს ქ. ათენში საქართველოს საელჩომ საბერძნეთის განათლების სამინისტროსაგან მიიღო ნებართვა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, ქართული ენის შესწავლის პროგრამა აგვემოქმედებინა საბერძნეთის საჯარო სკოლებში. პირველმა ასეთმა პროგრამამ მუშაობა ქ. ათენის N 50-ე საჯარო სკოლაში დაიწყო.
მიმდინარე აკადემიური წლიდან ქ. ათენის კიდევ ერთ, ამჯერად 150-ე საჯარო სკოლაში, ამოქმედდა ქართული ენის პროგრამა. 2019 წლის 9 ოქტომბერს 150-ე სკოლის ქართველ აღსაზრდელებს ქართული ენის პირველი გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ქართველი პედაგოგები ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი, ქ-ნი ხათუნა ლობჯანიძე და ქ-ნი ნინო ფრუიძე უძღვებოდნენ.
სასწავლო წლის პირველ ღია გაკვეთილს ქ. ათენში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ქ-ნი დეა მუმლაძე, ელჩის თანაშემწე ქ-ნი ანი უძილაური და პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებული, ქ-ნი ლიკა ჯანელიძე, ასევე 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქ-ნ მარია იოია დაესწრნენ.
საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვეს მშობლიური ენის წარმატებით დაუფლებაში