საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კ.კრეტაზე, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, იმყოფებოდა ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ვიცე-კონსული ბ-ნი კარლო ჩხაიძე.

მიმდინარე წლის 4-8 ოქტომბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, კ.კრეტაზე იმყოფებოდა ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ვიცე-კონსული ბ-ნი კარლო ჩხაიძე.
ვიზიტის ფარგლებში, საკონსულო მომსახურება გაეწია ქ. აგიოს ნიკოლაოსში და ქ. ხანიაში მცხოვრებ საქართველოს ასორმოცდაათამდე მოქალაქეს. საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ხსენებულ ქალაქებში განთავსებულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.
ვიზიტის ფარგლებში, საკონსულოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ აგიოს ნიკოლაოსის და ქალაქ ხანიის მერებთან. ვიცე-კონსულმა კარლო ჩხაიძემ ქალაქ ხანიის მერს, პანაღიოტის სიმანდირაკისს გადასცა საქართველოს ელჩის მილოცვის წერილი, ხელმეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნული იყო ბატონი სიმანდირაკისის პირადი წვლილი, 2000-2006 წლებში, ქ. აგიოს ნიკოლაოსში ქართული სკოლის გამართულ ფუნქციონირებაში და მისი მუდმივი თანადგომა ქართული სათვისტომოს მიმართ. ბატონმა სიმანდირაკისმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს საელჩოსთან და ქ. აგიოს ნიკოლაოსის ქართულ დიასპორასთან.