საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის შემაჯამებელი შეხვდრა სერბეთის მთავრობის წევრებთან

ა.წ. 13-14 ნოემბერს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან მ. გოიკოვიჩთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ი. დაჩიჩთან, სხვადასხვა დარგობრივ მინისტრებთან და სერბ პოლიტიკოსებთან.
მხარეებმა შეაჯამეს 2015-2019 წლებში საქართველოს საელჩოს საქმიანობა და უაღრესად მაღალი შეფასება მისცეს უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესს, კერძოდ, აღინიშნა:
2017 წელს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება;
- 2018 წელს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის დაარსება და პირველი სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
- 2018 წელს ორ ქვეყანას შორის საჯარო ადმინისტრირების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა, რომელიც დაგვირგვინდა ვიცე-პრემიერ თ. წულუკიანისა და მინისტრ ბ. რუჟიჩის მიერ, სერბეთში მომსახურების პირველი რეგიონული სერვის-ცენტრის გახსნით.
- 2017 წელს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველო-სერბეთის დიალოგის ფორმატის შექმნა, რომლის პირველ სამუშაო შეხევედრაში სერბეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან მთავარი მომლაპარაკებელი ტ. მისჩევიჩი;
- 2018 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ვიზების გაუქმება ჩვეულებრივ პასპორტთა მფლობელებისათვის;
- 2019 წელს ქ. ბელგრადში საქართველოს საელჩოს ოფისის გახსნა, რომელიც გახლავთ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა;
- 2019 წელს სერბეთში საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და საქართველოში სერბეთის საპატიო კონსულის დანიშვნის პროცედურების დაწყება;
- 2019 წელს საქართველო-სერბეთის პირველი ბიზნეს-ფურუმების გამართვა თბილისსა და ბელგრადში;
- 2018-2019 წლებში საქართველოსა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოფიციალური ვიზიტები ორ ქვეყანაში;
- 2017 წელს სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის პირველი ჯგუფის შექმნა;
- მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის: 2018 წელს სერბეთის პარლამენტის პრეზიდენტის მ. გოიკოვიჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში; 2019 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ი. კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში; 2018 წელს სერბეთის პრემიერ-მინისტრის ა. ბრნაბიჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;
- უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერის საკითხში თვისობრივად გააქტიურებული თანამშრომლობა.
სერბეთის მაღალი თანამდებობის პირებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს ელჩის მიმართ, მაღალპროფესიული და შედეგიანი საქმიანობისათვის, გამოხატეს მომავალში ი. ნანობაშვილთან პროფესიული და პიროვნული კომუნიკაციის შენარჩუნების დიდი სურვილი და წარმატება უსურვეს საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში.