საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ-შეხვედრა ბერძნულ საზღვაო საკრუინგო კომპანია „Elvictor Group“-ის ხელმძღვანელობასთან

2020 წლის 18 თებერვალს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ხოლო ბერძნული მხრიდან - საზღვაო საკრუინგო კომპანია „Elvictor Group“-ის ხელმძღვანელობა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ელჩი დავით დონდუა და "ელვიქტორის" დამფუძნებელი სტავროს გალანაკისი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, დირექტორის მოადგილემ ივანე აბაშიძემ და "ელვიქტორის" აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინოს გალანაკისმა ვრცლად ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვაო გემებზე ქართული დროშის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდის, ასევე ქართველი მეზღვაურებისა და კადეტების დასაქმების საკითხებზე და ამ მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.
კომპანიას „Elvictor Group“ საქართველოში ოფისი 2013 წლიდან აქვს გახსნილი და ის პირველ ადგილზეა საქართველოს მეზღვაურების დასაქმების რაოდენობის მხრივ. ამჟამად 800-ზე მეტი ქართველი მეზღვაური მსახურობს კომპანიის გემებზე.