საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუას გაცნობითი ხასიათის სატელეფონო საუბარი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ელჩ დიმიტრიოს ზეველაკისთან

2021 წლის 18 თებერვალს შედგა ელჩი დავით დონდუას გაცნობითი ხასიათის სატელეფონო საუბარი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ელჩ დიმიტრიოს ზეველაკისთან.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საელჩოსა და სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კონსტრუქციული თანამშრომლობის პრაქტიკა და იმედი გამოთქვეს, რომ პროდუქტიული მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და აღნიშნეს, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთანავე, გააქტიურდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, მათ შორის, განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები. დავით დონდუამ და დიმიტრის ზეველაკისმა მიმოიხილეს თანამშრომლბის კონკრეტული სფეროები.