საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, უკრაინის ელჩისა და მოლდოვის ელჩის ერთობლივი შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საკითხების გენერალურ დირექტორთან და ამავე დირექტორატის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან

2021 წლის 19 თებერვალს შედგა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის დავით დონდუას, უკრაინის ელჩის სერგეი შუტენკოს და მოლდოვის ელჩის ანატოლ ვანგელის ერთობლივი შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საკითხების გენერალურ დირექტორთან, ელჩ ლეონიდას როკანასთან და ამავე დირექტორატის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან ელჩ კონსტანტინა კამიცისთან.
შეხვედრაზე ბერძნულ მხარეს გადაეცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მომზადებული ერთობლივი წერილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სახელზე.
გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ელჩების მიერ ყურადღება გამახვილდა პარტნიორების მიმართ დიფერენცირებული მიდგომის და მათი ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც აღნიშნული ფორმატის აქტუალობის შენარჩუნების საწინდარია და არ ეწინააღმდეგება პარტნიორობის ინკლუზიურობას. ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების მოლოდინს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია იყოს შინაარსობრივად დატვირთული და მომავალზე ორიენტირებული. გამოითქვა დეკლარაციის პროექტის დროულად მიღების იმედი.
ბერძნული მხარე მიესალმა სამი ქვეყნის მინისტრების გზავნილს და ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გაძლიერებიკენ მიმართულ კოორდინირებულ თანამშრომლობას.