საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდას შეხვედრა ბერძნული საზღვაო საკრუინგო კომპანიის „Elvictor Group“ აღმასრულებელ დირექტორთან

26 მარტს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საზღვაო საკრუინგო კომპანიის „Elvictor Group“ აღმასრულებელ დირექტორს კონსტანტინოს გალანაკისს.
აღნიშნულ კომპანიას 2013 წლიდან გახსნილი აქვს ოფისი ბათუმში. „Elvictor Group“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან, საზღვაო გემებზე ქართველი მეზღვაურებისა და კადეტების დასაქმების მიმართულებით. „Elvictor Group“ პირველ ადგილზეა საქართველოს მეზღვაურების დასაქმების რაოდენობის მხრივ.
კომპანია დაინტერესებულია ქართულ მხარესთან ურთიერთობების უფრო გაღრმავებით, მათ შორის, საზღვაო გემებზე ქართული დროშის პოპულარიზაციის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს აღნიშნული მიზნით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.