საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, დავით დონდუას და თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის, ნოდარ კომახიძის შეხვედრა საბერძნეთის აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის გუბერნატორ ხრისტოს მეტიოსთან

2021 წლის 1 აპრილს საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა და გენერალური კონსული თესალონიკში ნოდარ კომახიძე, ქალაქ კომოტინში, შეხვდნენ აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის გუბერნატორს ხრისტოს მეტიოსს.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღნიშნულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის საჭირბოროტო საკითხები. ისაუბრეს აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში საქართველოს უკეთ წარმოჩენისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გუბერნატორმა მეტიოსმა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. აღუთქვა დახმარება მის მხარეში დასახლებული ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში.