საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“Hellenic Daily News”-ის სტატია ათენის ფილელინიზმის მუზეუმისა და ამ მუზეუმში საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუას ვიზიტის შესახებ

ბერძნულ გაზეთში Hellenic Daily News”-ის გამოქვეყნდა სტატია ათენის ფილელინიზმის მუზეუმისა და ამ მუზეუმში საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუას ვიზიტის შესახებ.  

„ქართველი ერის ფილელინიზმის საუკეთესო დადასტურება ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ოთხიათასწლიანი საერთო ისტორია და მჭიდრო კავშირებია.  სამყაროში არ არსებობს სხვა ხალხი, რომელიც ჩვენთვის ისეთი ახლობელია, როგორც ბერძნები.  ძალიან ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას საბერძნეთში,“ - განაცხადა ელჩმა დავით დონდუამ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ელჩმა ფილელინიზმის ახალ მუზეუმს გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ბერძენი და ქართველი ხალხის მეგობრულ კავშირებს. საუბარია 1897 წელს ქართველი ფილელინი სტუდენტების მიერ ბერძენი თანატოლებისადმი გაგზავნილ წერილზე, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ბერძენ ხალხს განმათავისუფლებელ ბრძოლაში.