საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუას შეხვედრა ვროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას პრეზიდენტ სპირიდონ ფლოღაიტისთან

2021 წლის 26 აპრილს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ესტუმრა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (The European Public Law Organization, EPLO) და შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტს, პროფესორ სპირიდონ ფლოღაიტისს.

 

საქართველოს ელჩმა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს მიულოცა თბილისში რეგიონული ოფისის გახსნა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ელჩმა პროფესორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, გააცნო სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია, რადგან ქვეყნის ახალგაზრდა თაობა მიიღებს მაღალი დონის ევროპულ განათლებას და მეტად გაითავისებს ევროპული აზროვნების პრინციპებს.

 

EPLO-ს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ხაზი გაუსვა, რომ მათი არჩევანი რეგიონული ოფისის თბილისში გახსნის შესახებ, შემთხვევითი არ ყოფილა. ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვან, დასავლური კურსის მქონე და სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებისადმი მტკიცე ერთგულებით გამოირჩევა.

 

საქართველოს ელჩმა და EPLO-ს პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ როგორც კი პანდემია ნელ-ნელა უკან დაიხევს, გაჩნდება ერთობლივი ღონისძიებების გამართვის მეტი შესაძლებლობა და მხარეებისთვის ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.