საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუას შეხვედრა ხალანდრის მერთან

2021 წლის 27 აპრილს გაიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის დავით დონდუას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ხალანდრის მერთან, სიმეონ რუსოსთან.

 

შეხვედრაზე  მერმა მიულოცა ელჩს საქართველოს  საელჩოს ხალანდრის მუნიციპალიტეტში გახსნა და წარმატება უსურვა ქართველ დიპლომატიებს თავის საქმიანობაში. აღნიშნა, რომ ხალანდრიში არაერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა და რეზიდენციაა განთავსებული, რაც მუნიციპალიტეტისთვის ერთგვარი გამოწვევა და ამავდროულად პატივია. ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან საბერძნეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ხოლო ის მრავალრიცხოვანი დიასპორა, რომელიც წარმოდგენილია ორივე ქვეყანაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ორი ხალხი მეგობრობის განმტკიცებაში. მერმა გამოთქვა მზაობა, ითანამშრომლოს საქართველოს საელჩოსთან და ხელი შეუწყოს სხვადასხვა აქტივობების ორგანიზების საკითხში.

 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ხალანდრის მერს გულთბილი შეხვედრისთვის. აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, იყოს საქართველოს ელჩი საბერძნეთში, რომელიც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა და რომელთანაც უხსოვარი დროიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება მეგობრული და პარტნიორული კავშირები. შეთანხმდნენ პანდემიის დასრულებისთანავე, ერთმანეთის მხარდაჭერით, განახორციელონ არაერთი კულტურული და სხვა სახის ღონისძიება.