საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საკითხების გენერალურ დირექტორს შეხვდნენ

2021 წლის 31 მაისს საბერძნეთში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ ევროკავშირის საკითხების გენერალურ დირექტორს, ელჩ ლეონიდას როკანასს. დავით დონდუამ, სერგი შუტენკომ და ანატოლ ვანგელიმ ბერძენ კოლეგას გააცნეს 17 მაისს კიევში 🇬🇪🇺🇦🇲🇩 საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი მემორანდუმის ასლი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაღრმავებული თანამშრომლობის ჩამოყალიბების - "ასოცირებული ტრიო" - თაობაზე. ელჩებმა აღნიშნეს, რომ ეს მემორანდუმი სამი ქვეყნის მკაფიო პოლიტიკური განაცხადია ევროკავშირის წევრობაზე. ბერძნულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ათენის მხარდაჭერა ამ პროცესში.