საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუას შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან

2021 წლის 9 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკიტას კაკლამანისს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ელჩი კონსტანტინოს ეკონომიდისი.

შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც დინამიურად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღინიშნა ამ კუთხით, როგორც ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, ისე საკანონმდებლო ორგანოების როლი.

საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და უახლოეს გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთი, ტრადიციულად ქმედითად დაუჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში.

ისაუბრეს, პანდემიური რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების თაობაზე.