საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსის ქალთა ლიცეუმში

2021 წლის 28 ივნისს ელჩი დავით დონდუა ესტუმრა აგიოს ნიკოლაოსის ქალთა ლიცეუმს და შეხვდა მის დირექტორს, პარულა კუცელაკის. დირექტორმა ელჩს გააცნო ლიცეუმის საქმიანობა. ლიცეუმში მიმდინარეობს ბერძნული ხალხური ცეკვების, მუსიკის, ქარგვის და უცხოელებისთვის ბერძნული ენის სწავლება. ლიცეუმი საბერძნეთის 50 ქალაქში ფუნქციონირებს და 16 ოფისი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

ლიცეუმში გაწევრიანებულია 15 000 ადამიანი, როგორც ქალი, ისე კაცი. დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსიკის პედაგოგს ლაინე პაპიძეს ლიცეუმის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აგიოს ნიკოლაოსის ქალთა ლიცეუმის მიერ საქართველოში ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა, ქართველებისთვის კრეტული კულტურის გაცნობის მიზნით.

აგიოს ნიკოლაოსში ვიზიტის დასასრულს, ადგილობრივმა გაზეთმა "ანატოლი" ჩაწერა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან.