საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჰერაკლიონის მერთან

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ჰერაკლიონის მერს ვასილის ლაბრინოსს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს. აღინიშნა, რომ კრეტაზე დიდი ქართული დიაპორაა და ელჩმა მადლობა გადაუხადა მერს, მერიის მხრიდან ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის.
განხილული იქნა ჰერაკლიონსა და საქართველოს რომელიმე ქალაქს შორის დამეგობრების საკითხი, ორ ქვეყანას შორის კავშირების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით. ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც საქართველოს ცნობადობა კრეტაზე, აგრეთვე საქართველოში უკეთ გაიცნონ კრეტული კულტურა.