საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჰერაკლიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ჰერაკლიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, მანოლის ალიფიერაკისს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ის სექტორები, რომლის მიმართულებითაც შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმდნენ, რომ დაიგეგმება ონლაინ კონსულტაციები ჰერაკლიონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.
ასევე განხილული იქნა კუნძულ კრეტაზე საპატიო კონსულის დანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც იმუშავებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.