საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდა კრეტული კომპანიის "Karatzis S.A." აღმასრულებელ დირექტორს

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა კრეტული კომპანიის "Karatzis S.A." აღმასრულებელ დირექტორს, ანტონიოს კარაძისს.
"Karatzis S.A." ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრეტული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სექტორში ოპერირებს, მათ შორის ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში. საქართველოს ელჩმა აღმასრულებელ დირექტორს ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.
ანტონიოს კარაძისი დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივით და გამოთქვა სურვილი ეწვიოს საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების ადგილზე უკეთ გაცნობისთვის.
შეთანხმდნენ რომ, უახლოეს მომავალში, გაიმართება კომპანიის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რომლის დროსაც განიხილება კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო შემდგომში უკვე დაიგეგმება აღმასრულებელი დირექტორის და კომპანიის ექსპერტების ვიზიტი.