საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამუშაო ვიზიტი თესალიის რეგიონის ქალაქ ტრიკალაში და შეხვედრა ქალაქის მერთან

2021 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი შოშიტაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ თესალიის რეგიონის ქალაქ ტრიკალას და შეხვდნენ ქალაქის მერს დიმიტრიოს პაპასტერგიუსს და ვიცე მერს ვასილენა მიციადისს. ტრიკალა მოწინავეა საბერძნეთში ინოვაციებითა და ქალაქში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიებით - Smart Trikala. მისი მეშვეობით მარტივდება, როგორც მერიისთვის ქალაქის მმართველობა, ისე მოსახლეობისთვის სხვადასხვა მომსახურების მიღება.
შეხვედრისას დავით დონდუამ ისაუბრა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში საქართველოს გამოცდილებაზე. თავის მხრივ, მერმა საელჩოს დელეგაციას გააცნო ქალაქში დანერგილი "ჭკვიანი" ტექნოლოგიები და ადგილზე წარმოუდგინა აღნიშნული ტექნოლოგიების საზედამხედველო კომპანია e-trikala საქმიანობას. ასევე, ქალაქში აჩვენა მათი მუშაობის პრაქტიკული მაგალითები.
განხილული იქნა ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.