საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა ესტუმრა კიკლადების სავაჭრო პალატის ოფისს სანტორინზე და შეხვდა პალატის საბჭოს წევრებს

2021 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა ესტუმრა კიკლადების სავაჭრო პალატის ოფისს სანტორინზე და შეხვდა პალატის საბჭოს წევრებს ხრისტოს მარკოზანესსა და ნიკოს ნომიკოსს. სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იანის რუსოსი ონლაინ ჩაერთო კუნძულ სიროსიდან, სადაც მდებარეობს კიკლადების სავაჭრო პალატის სათაო ოფისი. მასპინძლებმა საქართველოს ელჩს გააცნეს პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უპირატესად ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებს მოიცავს. დავით დონდუამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და საქართველოში ინვესტიციების უპირატესობებზე. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ დიალოგი გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისათვის.