საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, უკრაინის, კავკასიის, შავი ზღვის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს

2021 წლის 4 ნოემბერს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, უკრაინის, კავკასიის, შავი ზღვის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს.
აღსანიშავია, რომ ელჩი კარაბალისი ახლახანს დაბრუნდა საქართველოდან, სადაც ის 2017-2021 წლებში მსახურობდა.
მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული გამოწვევები.
ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით.
განიხილეს აგრეთვე, პანდემიის გამო ქვეყნებში არსებული პრობლემები, მათ შორის, მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები.