საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩ თემისტოკის დემირისს

2021 წლის 5 ნოემბერს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩ თემისტოკლის დემირისს.
მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული გამოწვევები.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პანდემიის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა მზარდია.
ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები, ისევე როგორც პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კარგი საშუალებაა.
ელჩები შეეხნენ პანდემიის გამო ქვეყნებში არსებულ სირთულეებს და ამ მიზეზით წარმოქმნილ გადაადგილების პრობლემებს.