საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდა ათენის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის პრეზიდენტს

2021 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ათენის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის პრეზიდენტს, ნიკი არაბაძის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ წელს თბილისს იუნესკოს მიერ მიენიჭა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი და ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ათენთან, რომელსაც 2018 წელს ჰქონდა იგივე სტატუსი. შეხვედრა გაიმართა ათენის მერიის კულტურის ცენტრში, სადაც მუნიციპალიტეტის სხვა კულტურის ცენტრების მსგავსად, უკვე გამოფენილია თბილისის მერიის მიერ სპეციალურად საელჩოსთვის დამზადებული აფიშები ქართველი მწერლების ბერძნულად ნათარგმნი წიგნების გამოსახულებებით.