საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორული ორგანიზაციის "ათინათი 60" -ის ოფიციალურ საზეიმო წარდგინება და პრეზენტაცია

2021 წლის 26 დეკემბერს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე ახლადდაარსებული დიასპორული ორგანიზაციის "ათინათი 60" -ის ოფიციალურ საზეიმო წარდგინებას და პრეზენტაციას დაესწრნენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზო დაშნიანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩი მიესალმა და ორგანიზაციას ,,ათინათი 60” წარმატებები უსურვა.

ელჩმა დავით დონდუამ ისაუბრა დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა მათდამი საელჩოს მხარდაჭერა.
ღონისძიება გაიმართება ქართულ-ბერძნულ კულტურის და განათლების ცენტრში ,,არმაზი".
აქვე, შედგა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარდგენილი კულტურული ნომრებით დასრულდა.