საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საბერძნეთში იუნესკოს კლუბის პრეზიდენტთთან

2021 წლის 22 დეკემბერს ელჩმა დავით დონდუამ შეხვედრა გამართა საბერძნეთში იუნესკოს კლუბის პრეზიდენტთან იოანის მარონიტისთან.

იოანის მარონიტისი ასევე გახლავთ იუნესკოს კლუბებისა და ასოციაციების აღმასრულებელი ბორდის წევრი.

შეხვედრაზე სტუმარმა საქართველოს ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კლუბის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
 
ხაზი გაესვა საგანმანათლებლო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში საელჩოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბერძნეთში იუნესკოს კლუბს საინტერესო მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოში რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან, კერძოდ, სამხატვრო აკადემიასთან და თეატრალურ აკადემიასთან.
გამოითქვა ინტერესი საქართველოში ერთობლივი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ინიციატივით ათენში ქართულ დიასპორას აქვს შესაძლებლობა 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2022 წლის 5 იანვრამდე უსასყიდლოდ მიიღოს მონაწილეობა ღალაცის მუნიციპალიტეტის საშობაო გამოფენა-გაყიდვაში. მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება, ხოლო რესტორნებმა და თონეებმა გაყიდონ თავიანთი ნაწარმი.
დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა 2022 წელს საქართველოსა და საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე.