ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის".

 

 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

2017 წლის 29 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფილებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუნძულ სანდორინზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კუნძულზე მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა.

 

 

განთავსების თარიღი: 29.04.2017
 

2017 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუძნულ სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაციის მიზნით.

 

 

განთავსების თარიღი: 28.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე - „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა". 

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

ძვირფასო მეგობრებო, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს სრული შემადგენლობა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, ქრისტეს აღდგომამ აავსოს თქვენი გულები სიხარულით, იმედით, სიყვარულით. ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს.  

განთავსების თარიღი: 16.04.2017
 

2017 წლის 21 მაისს, იმართება ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების საქველმოქმედო ღონისძიება „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი 2017".  

განთავსების თარიღი: 13.04.2017
 

2017 წლის 6 აპრილს ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.

 

 

 

 

 

 

განთავსების თარიღი: 06.04.2017
 

2017 წლის 31 მარტს, ბელგრადში საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ვახტანგ მახარობლიშვილი, სერბეთის მხრიდან - გორან ალექსიჩი. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

 

 

განთავსების თარიღი: 31.03.2017
 

1. როდის იქნება შესაძლებელი უვიზო მიმოსვლა?

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

2. რას ნიშნავს/გულისხმობს უვიზო მიმოსვლა?

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც).
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).

 

 

განთავსების თარიღი: 28.03.2017
 

28.03.2017 თბილისი - საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა. 

„ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, როდესაც საქართველოს მოქალაქე საქართველოს პასპორტით გაემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს. დღეს აქ წარმოდგენილნი არიან სტუდენტები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად დაამყარონ კონტაქტები ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ასევე აქ იმყოფებიან ბიზნესმენები, რომლებიც შეძლებენ პარტნიორების მოძიებას ევროპის მასშტაბით, 500 მილიონიან ბაზარზე. ასევე ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ევროპულ პროგრამებში, ჰქონდეთ ევროპულ ფონდებთან წვდომა და ასევე შესაძლებლობა ერთობლივი პროექტები განავითარონ ევროპელ პარტნიორებთან, რაც მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს" - მიხეილ ჯანელიძე.

განთავსების თარიღი: 28.03.2017
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ