ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

2016 წლის 24 სექტემბერს ქ. ათენში გაიმართა ენების ევროპული დღის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელშიც ევროკავშირის კულტურის ინტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად, პირველად, საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა და წარსდგა ქართული ენის საპრეზენტაციო სტენდით. ღონისძიების ფარგლებში ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები შეასრულა ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრთან „კავკასია" არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა „წმინდა ნინო".

აღსანიშნავია, რომ ქ. ათენში ენების ევროპული დღე ტრადიციულად ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს აღინიშნება და ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის ქვეყნების კულტურის ეროვნული ინსტიტუტების (EUNIC) გაერთიანება.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ