ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ირინეოსს შეხვდა

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი, სერბეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 24 ოქტომბერს შეხვდა სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ირინეოსს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის პატრიარქების უაღრესად თბილ ურთიერთობებს განსაკუთრებილი წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხში.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების არაერთი აქტუალური საკითხი და რეგიონული გამოწვევები.

სერბეთის საპატრიარქომ გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს საელჩოსთან.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ