ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბელგრადში საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

25 ოქტომბერს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა, ქ. ბელგრადის პრესტიჟულ „ბიზნეს-კლუბში", წარმოადგინა საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სერბული კომპანიებისა და ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე სერბეთის ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები. პრეზენტაციის მონაწილეებმა იხილეს წამყვანი ბერძნული კომპანია „Muzenidis Group"-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო ფილმი.

შეკრებაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული, კულტურული, რელიგიური და სამეწარმეო სფეროების შესახებ.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ