ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ათენში გაიმართა სახმელეთო ტრანსპორტის საკითხების ქართულ-ბერძნული ერთობლივი კომიტეტის სხდომა

ა.წ. 15-16 ნოემბერს, ქ. ათენში გაიმართა სახმელეთო ტრანსპორტის საკითხების ქართულ-ბერძნული ერთობლივი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ბერძნულ მხარეს წარმოადგენდა საბერძნეთის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი ტ. პაპატრიანტაფილუ, ხოლო ქართულ მხარეს - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბ-ნი მ. ხმალაძე. 

შეხვედრაზე შეთანხმდა კომიტეტის ოქმი, რომელშიც შევიდა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა:

- მგზავრების გადაყვანისა და სატრანსპორტო გადაზიდვების არსებული კვოტების გაზრდის შესაძლებლობა მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად;

- მგზავრების გადაყვანისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ახალი ხაზის: თესალონიკი-თბილისი-თესალონიკი გახსნა;

- საქართველოსა და საბერძნეთს შორის მოძრავი ავტობუსების დაგვიანების შემთხვევებში, დაჯარიმების პრაქტიკის გაუქმება;

-  სატრანსპორტო ნებართვების 1-დან 3-წლამდე ვადის გახანგრძლივება და სხვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ბერძნულ-ქართული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტებზე და გამოხატეს მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისადმი მზადყოფნა.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ