ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა 25 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში

2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "European Security: Eastern Europe - Ukraine -Greece. Contemporary International Relations. Trends - Implications on Global Security". ღონისძიების ორგანიზება მოხდა გავლენიანი ბერძნული კვლევითი ცენტრის "Analysts for Change"-ისა და საბერძნეთში მოქმედი საბერძნეთ-უკრაინის მეგობართა ასოციაციის მიერ.

ორგანიზატორთა თხოვნით, საქართველოს ელჩმა წარმოადგინა მოხსენება პანელზე - „Georgian Perspectives concerning regional security with an eye to ongoing and contemporary developments in the region of Black Sea and adjacent sub-regions". მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებს როგორიცაა: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპაციის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის კოლაფსი; შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტები; შავი ზღვის რეგიონის ევროკავშირის სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირების პრობლემები, აქცენტით, საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების დროებით შეფერხებაზე; ჰიბრიდული ომის წარმოების ისეთი ელემენტების წინააღმდეგ ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა პროპაგანდა და კიბერ-თავდასხმები და სხვა.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა, ზემოხსენებული გამოწვევების საპასუხოდ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ და ასეთებად დაასახელა: საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფა, აქცენტით, ქვეყანაში მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებაზე; საქართველოს შეუქცევადი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია; ნატო-ს მიერ, 2016 წლის ივლისში, ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ურთიერთნდობის აღდგენის ღონისძიებების გაგრძელება; შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა, აქცენტით, ამ ურთიერთობების, როგორც რუსული აგრესიის ერთგვარი შემაკავებელის ფუნქციაზე; შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის წინ წამოწევა და მსხვილმასშტაბიან ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიური მონაწილეობა და სხვა. გამოსვლის ბოლოს იოსებ ნანობაშვილმა კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ