ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვიზიტით ეწვია ათენს

საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური ეწვია ათენის 50-ე საჯარო სკოლას, რომელშიც ამოქმედდება ქართული ენის შესწავლის საპილოტე პროგრამა. შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან ბ-ნ ევანგელოს მოკოსთან, სკოლის ქართველ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. საქართველოს დელეგაცია გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურასა და სწავლების მეთოდიკის სპეციფიკურ საკითხებს, მოინახულა ის საკლასო ოთახი, რომლეშიც ქართველი ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენას. ქ-ნი ლ. გიგაურის სკოლაში ვიზიტი გააშუქა წამყვანმა ტელეარხმა „Alfa TV". ტელეარხმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც მომავალ კვირაში გაშუქდება ახალი ამბების ბლოკში.

იმავე დღეს, ქ-ნმა ლ. გიგაურმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ კონსტანტინოს ზურარისთან. შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ მომავალ კვირაში ათენში ვიზიტს განახორციელებენ ქართველი ექსპერტები, ბერძნულ მხარესთან პროგრამის მოდალობების შესათანხმებლად. ბ-ნმა ზურარისმა სრული თანადგომა გამოხატა საპილოტე პროგრამის მიმართ, გამოთქვა მზადყოფნა, რომ უშუალოდ ჩაერთოს, პროგრამის განხორციელების პროცესში რაიმე სახის პრობლემის წამოჭრისას. მან ქართველ კოლეგას აცნობა, რომ, პროექტის წარმატების შემთხვევაში, მზად არის, ხელი შეუწყოს ანალოგიური პროექტის განხორციელებას საბერძნეთის სხვა საჯარო სკოლებში, ასევე განიხილოს მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების პროგრამის შემოღების საკითხი.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღნიშნეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, კულტურის, მეცნიერების, განათლების, მასმედიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში 20*-20* წლებში თანამშრომლობის პროგრამაზე" მუშაობის დროულად დასრულების მნიშვნელობა. ორივე მხრიდან გამოიყო მეკავშირე პასუხისმგებელი პირი, სამინისტროებს შორის სისტემატური ოპერატიული კომუნიკაციის დასამყარებლად.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ