ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შეხვედრა საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2016 წლის 24 ნოემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. ათენის „იონიის კულტურის ცენტრში", გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ქ-ნი ლია გიგაურის შეხვედრა საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ქართველებთან.

შეხვედრაზე ქ-ნმა ლია გიგაურმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე და უპასუხა ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებს. მან წარმოადგინა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ქართული ენის შესწავლის ონლაინ-კურსის პრეზენტაცია. ქ-ნმა ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რათა ქართული ენის სწავლების ონლაინ-პროგრამა, პირველ რიგში, შეიქმნას საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისათვის (დღესდღეობით, ასეთი პროგრამა მოქმედებს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის). ქ-ნი გიგაურის განმარტებით, საბერძნეთში მცხოვრები ქართველები შეძლებენ ქართული ენის გაკვეთილებში მონაწილეობას პედაგოგთან ინტერაქციულ რეჟიმში. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა, რომელიც ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ამოქმედდება, უნდა გავრცელდეს ათენის, თესალონიკის და საბერძნეთის სხვა ქალაქების საჯარო სკოლებში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ