ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეჩვიდმეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში

2016 წლის 27-28 ნოემბერს საქველმოქმედო ორგანიზაციის "ბავშვის მეგობრები" მიწვევით, საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის მარინე ჩქარეულის ჩართულობით, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეჩვიდმეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულდა რამდენიმე საცეკვაო ნომერი.

ღონისძიებაში ქ. ათენში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ტრადიციულად ჩაირიცხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ