ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შოთა რუსთაველის და მისი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2016 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენის იონიური კულტურის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის და მისი „ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მოხსენებები წაიკითხეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ვაჩეიშვილმა, ფილოლოგიისა და ეთნოლოგიის მაგისტრმა ანი უძილაურმა, ბიზანტინისტმა და ათენის ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ავთანდილ მიქაბერიძემ, ვებსტერის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა სუზი მიხაილიდისმა.

1974 წელს ქ. სოხუმის  ბერძნული საჯარო სკოლის დირექტორის ემანუილ მიტაფიდისის მიერ „ვეფხისტყაოსნის" ბერძნულ ენაზე შესრულებული პირველი თარგმანი (გამოიცა ქ. ათენში 2016 წელს) წარმოადგინა მთარგმნელის შვილიშვილმა გრიგორის კირიაკოსმა. ცნობილმა ბერძენმა მწერალმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა დიმიტრის ნოლასმა ისაუბრა მისი რედაქტორობით 2001 წელს საბერძნეთში გამოცემულ „ქართული პოეზიის ანთოლოგიაზე" და მასში შესული „ვეფხისტყაოსნის" ამონარიდის მის მიერ შესრულებული თარგმანის შესახებ. საღამოზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, ბერძენი პოეტი და პროფესორი ლეონიკოს კალახორასი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მუშაობს პოემის ახალ თარგმანზე. საბერძნეთში მოღვაწე წარმატებულმა ქართველმა მსახიობმა დავით მაღალდაძემ და ბერძენმა მსახიობმა დანაე კალახორამ ქართულ და ბერძნულ ენებზე წაიკითხეს პოემიდან ამონარიდები. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ, ასევე, დაეთვალიერებინათ ქართული ანბანის განვითარების სამივე საფეხურის ამსახველი ილუსტრაციები.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საბერძნეთის სახელმწიფო უწყებების (საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის სამინისტროების), აკადემიური წრეების, მასმედიის, ასევე ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები. საღამოს დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართა მცირე მიღება ქართული ღვინის დაგემოვნებით.

საელჩოს მიერ ორგანიზებული საღამო გააშუქა წამყვანმა ბერძნულმა ტელეკომპანიამ „ALPHA".

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ