ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი დაჯილდოვდა წმინდა გიორგი მთაწმინდელის მედლით

2017 წლის 29 იანვარს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების კოალიციამ "ათენის ქართული სახლი", საბერძნეთში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენის, ასევე ქართველი და ბერძენი ერების ურთიერთდაახლოებისათვის გაწეული სამუშაოსათვის, საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი დააჯილდოვა წმინდა გიორგი მთაწმინდელის მედლით.

 „ქ. ათენში საქართველოს საელჩო მიეკუთვნება საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს, რომელთაც ერგოთ პატივი, განსაკუთრებული ანგარიშვალდებულება ჰქონდეთ ქართული საზოგადოების იმ განუყოფელი ნაწილის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. ამიტომ, საბერძნეთის ქართული დიასპორის მხრიდან საელჩოს საქმიანობის აღიარებასა და დაფასებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ." - განაცხადა საქართველოს ელჩმა სამადლობელ გამოსვლაში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ