ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა

6-8 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ნიკოს კოძიასი აგრეთვე შეხვდება უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

ბერძენ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნება ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა.  

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ