ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ ქ. ათენში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ბაღებს

ბერძნულ საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამისა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის ქართული ენის დისტანციური სწავლების ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები 2017 წლის 3-5 მარტს ეწვივნენ ქ. ათენში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ბაღებს.

ზემოაღნიშნულ შეხვედრებს საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელების გარდა ესწრებოდნენ პედაგოგები, ცენტრის აღსაზრდელები და მათი მშობლები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დამსწრე საზოგადოებისათვის წარდგენილმა ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ